შუალედური არჩევნები

ენმ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირების მიზეზს უფასო სარეკლამო დროით გააცნობს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შუალდურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ენმ 31 ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პარტია კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დროით სარგებლობას გეგმავს, რათა მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირების მიზეზები გააცნოს.
 
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, რათა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დრო და საზოგადოებას კარგად გააცნოს 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების  მიზეზები  -  ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ოჯახების გაღარიბების შეჩერებას, სწორი პოლიტიკის გატარებას და ქვეყნის წინსვლას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სჭირდება არა მხოლოდ 2 საარჩევნო ოლქში, არამედ მთელ საქართველოში."- წერია ენმ-ს განცხადებაში.
 
შუალედურ არჩევნებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

კომენტარები