საკადრო ცვლილებები მთავრობაში

საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობაზე რჩება

kvira.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე თანამდებობას ინარჩუნებს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებებით, ვლადიმერ გურგენიძე, გიგი გიგიაძე, დავით ჯალაღანია და ხათუნა თოთლაძე ამჯერად გიორგი კვირიკაშვილის მოადგილეები იქნებიან, ხოლო პირველი მოადგილე დავით დონდუა იქნება.

როგორც ცნობილია, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.

კომენტარები