ერთიანი ეროვნული გამოცდები

40 ათასი აბიტურიენტიდან 28 053 სტუდენტი გახდა

წელს უმაღლეს სასწავლებლებს 28 053 სტუდენტი შეემატება, მათ შორის 10 ათასამდე სტუდენტს სახელმწიფო დააფინანსებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 40 000 აბიტურიენტს ჯერ საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწიათ, რაც მათმა ნაწილმა ვერ მოახერხა. 

საბოლოო ჯამში, ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას იღებდა 29 ათასამდე აბიტურიენტი. მათგან სტუდენტი გახდა 28 053. 6555-მა სხვადასხვაპროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. წელს უნივერსიტეტებში 44 ათასი ვაკანტური ადგილი იყო, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე სტუდენტობის მსურველების რაოდენობა. 

წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ვაკანტური ადგილები დაახლოებით 64 უმაღლეს სასწავლებელს ჰქონდა წარდგენილი. 

ამასთან, სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე გაირკვა და, სავარაუდოდ, ხვალ გამოცხადდება. მთავრდება ასევე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის სააპელაციო ნაშრომების გასწორება.

კომენტარები