ავიაკატასტროფა

ახალ გვინეაში Trigana-ს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს

planespotters.net

ინდონეზიის ტრასპორტის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კუნძულ ახალ გვინეაზე, ოქტაბეს რაიონში კომპანია Trigana Air Service-ის დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები იპოვნეს. ინდონეზიის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ავარიის ადგილზე ჯერ არ მისულან, ამიტომაც მსხვერპლთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ლაინერი, რომლის ბორტზეც 54 ადამიანი იმყოფება, რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა. 

ჩამოვარდნილი ლაინერი ATR42-300 ტურბოპროპელერიანი თვითმფრინავი იყო და ის შიდა რეისს ასრულებდა. თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 33 წუთის შემდეგ დაიკარგა. 

სამხრეთ აზიაში მსგავსი შემთხვევა დეკემბერშიც მოხდა, როდესაც დეკემბერში AirAsia-ს კუთვნილი თვითმფრინავმა კატასტროფა იავას ზღვაში განიცადა შემთხვევას 162 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ივნისში კი სამხედრო თვითმფრინავი ინდონეზიის სიდიდით მესამე ქალაქის თავზე ჩამოვარდა. შემთხვევას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ინდონეზია 17 ათასი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია,  ამიტომაც მოსახლეობა გადაადგილებისთვის ავიახაზებს ინტენსიურად იყენებს. თუმცა ინდონეზიის საავიაციო ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარებას გზაზეა, პილოტთა მომზადების ხარისხი დაბალია, ასევე არ არის სათანადო რაოდენობის ტექნიკური პერსონალი, ასევე საავიაციო კონტროლის სისტემაც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

2015 წელს ევროკავშირის ავიარეგულატრომა EUROCONTROL-მა რამდენიმე ინდონეზიურ ავიაკომპანიას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამო ოთხ კომპანიას და მათ შორის Trigana Air Service-საც ევროპის თავზე რეისების განხორციელების უფლება ჩამოართვა.

კომენტარები