ოკუპირებული ტერიტორიები

ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან მამუკა სამხარაძე გაათავისუფლეს

radiotavisupleba.ge

ცხინვალის ციხიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მამუკა სამხარაძე გაათავისუფლეს. გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრი მამუკა სამხარაძე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში ხუთი დღის მანძილზე იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრის თქმით, სამხარაძის გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც ოჯახმა 150 ლარის მოცულობის ჯარიმა გადაიხადა. სამხარაძე საოკუპაციო ხაზთან ეგრეთ წოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა შეშის შეგროვების დროს დააკავეს. 

უკანასკნელი დღეების მანძილზე რუსული საოკუპაციო ძალები შიდა ქართლში განსაკუთრებით გააქტიურდნენ, ადგილობრივების გატაცების გარდა ადგილობრივების გატაცების შემთხვევებიც გახშირდა.

 

კომენტარები