აგვისტოს ომი

პრეზიდენტი: გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა

ჩვენ მოვიხსენიეთ გმირი მებრძოლების სულები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეირჩუნეს ჩვენი სამშობლო. დღეს ჩვენ ცხინვალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ვიმყოფებით და გვყოფს აბსოლუტურად ხელოვნური ოკუპაციის ხაზი, რომელსაც გადავლახავთ შერიგებით. ჩვენ ნამდვილად გავაერთიანებთ საქართველოს და გავერთიანდებით იმ ადამიანებთან, რომლებთანაც გაყოფილები ვართ უაზრო, იმპერიალისტური ამბიციებიდან გამომდინარე. ოკუპაცია ისტორიული ანომალია და უსამართლობაა, რომელსაც ვერ შეეგუება ვერც ქართველი ერი და ვერც თანამედრვე მსოფლიო, რადგან ის არის ხელოვნური. ასეთი ხელოვნური ხაზები არაერთი არსებულა ისტორიაში, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საკათედრო ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.

კომენტარები