შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის პოსტზე პრემიერმინისტრმა გიორგი მღებრიშვილი წარადგინა

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. აქამდე, მღებრიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრი იყო. მას სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე კახი კახიშვილი შეცვლის.

პროფესიით იურისტმა გიორგი მღებრიშვილმა კარიერა 1997 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სტაჟიორად დაიწყო. ამის შემდეგ გიორგი მღებრიშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსად დაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან იწყებს მუშაობას.

კომენტარები