თბილისში ელექტროენერგიის საფასურის გადახედვის თაობაზე თელასის სატარიფო განაცხადი სემეკმა წარმოებაში მიიღო. ამ საკითხზე ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხდომა პარასკევს გაიმართება.
ენერგოგამანაწილებელი კომპანია სემეკისგან ტარიფის გაზრდას ითხოვს, ამის მიზეზად კი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, შესასყიდი ელექტროენერგიის და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა სახელდება.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი თეთრით გაიზრდება თელასის განაცხადის საფუძველზე ტარიფი.
ამასთან, 1-ლი აგვისტოდან, ენერგო-პრო ჯორჯიას მილიონზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია 3.9 თეთრით უძვირდება.





