ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

ბესელია ივანიშვილზე: მას სამშობლო სხვაგვარად აქვს გათავისებული

ბიძინა ივანიშვილი არის განსაკუთრებული ფენომენი. მისი გადამწყვეტი ჩართვა და ყველაზე მნიშვნელოვანი როლის შესრულება ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე 2012 წელს, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება, იყო ისტორიული პროცესი. ცოტა უნდა დავშორდეთ დროის თვალსაზრისით, რომ ეს ობიექტურად შეფასდეს. მისი, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის, დამოკიდებულება და მხარდაჭერა მორალური, ფინანსური, ადამიანური ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, დღესაც ძალიან მნიშვნელოვან და დადებით როლს ასრულებს. ის არის ადამიანი, ქართველი, რომელსაც სამშობლო სხვაგვარად აქვს გათავისებული. თუ იგრძნობს იმის საჭიროებას და აუცილებლობას, რომ ამ პროცესში უფრო აქტიურად იყოს ჩართული, ამის ყველა წინაპირობა აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე.

კომენტარები