ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

საგანელიძე: ივანიშვილი რომ იყოს, გუნდში ძალიან ძლიერი მოთამაშე გვეყოლებოდა

ჩემდა სამწუხაროდ, და ალბათ ქვეყნის სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე ნამდვილად არ არის. რომ იყოს, ძალიან კარგი იქნებოდა. გუნდში გვეყოლებოდა ძალიან ძლიერი მოთამაშე, თავდამსხმელიც და დამცველიც. სათადარიგო ნამდვილად არის, იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს ის განცდა, ის მოლოდინი, რომ გარკვეული ხარვეზების არასწორი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, არის სათადარიგო მოთამაშე, რომელიც ძალიან ბევრ რამეს თავისი ძალიან მაღალი ავტორიტეტით, ღრმა ცოდნით და მისი დამოკიდებულებით, ძალიან ბევრ რამეს სწრაფად შეცვლის. მას ამის უნარი, ძალა და გავლენა გააჩნია. ეს ჩვენთვისაც ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ იცი, რომ ძლიერი პიროვნება არსებობს, რომელიც რამე რომ იყოს, გაგამაგრებს. საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ მხრივ, რომ საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, თუ ქვეყნისთვის არასწორი მიმართულებით წავა, საზოგადოებაში არის ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს საზოგადოებისთვის სწორი მიმართულების მოძებნას.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე. ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ "სათადარიგო მოთამაშეა".

კომენტარები