კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრომ აზერბაიჯანისგან გაფრთხილება მიიღო შემოდგომიდან გაზის მოწოდების შეწყვეტის თაობაზე. როგორც ტაბულას წყარომ აცნობა, გაფრთხილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, სოკარის დაჯარიმებითაა ნაკარნახევი. საქართველო 80%-ით სოკარის მოწოდებულ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აზერბაიჯანი საქართველოს ათას მეტრ კუბ ბუნებრივ აირს $160-ად აწვდის, რაც აზერბაიჯანის მიერ სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, მიწოდებულ ბუნებრივ აირთან შედარებით $90-ით ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. სააგენტომ ნავთობკომპანიებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის, 14.4 მილიონიანი ჯარიმა სოკარს დააკისრა. სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2008-2014 წლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა. ცნობილია, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 14.4-მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

აღსანიშნავია, რომ წელს სოკარმა საქართველოში ერთ-ერთი ინვესტიცია, კერძოდ კი $700 მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა. სოკარის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში წარმოშობილი პრობლემა გახდა.
ტაბულა ცდილობს წყაროს ინფორმაციის ენერგეტიკის სამინისტროსთან გადამოწმებას.