შსს-ს რეფორმა

პრეზიდენტმა შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის კანონს ხელი მოაწერა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შსს-ს რეფორმირების კანონს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფა. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ისაუბრა.

"საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი. რეფორმები უახლოეს მომავალში სწრაფად და კარგად გააზრებულად უნდა გაგრძელდეს", - თქვა კოჟორიძემ.

 

კომენტარები