შსს-ს რეფორმა

ტუღუში: ზედმეტი უწყებების გაჩენა უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ერთის მიხედვა

საქართველოშიც ძალიან დიდი მოთხოვნაა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნაზე, რომელიც შეძლებს, გამოიძიოს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო დანაშაული, ჰოდა, რეფორმა გასაგებია, რომ მიდის ამ მიმართულებით, თუმცა, ის კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს საერთაშორისო ექსპერტების ჩარევით, დღეს განხილვის აქტიურ ფაზაში ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ თუ არა სწორი მიმართულებით ამ სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების კუთხით, მე ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მე ზოგადად მიმაჩნია, რომ ზედმეტი უწყებების გაჩენა უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე გქონდეს ერთი და იმას მიხედო. ამისთვის არსებობს გარკვეული ბერკეტებიც და გამოცდილებაც. არის ქვეყნები, სადაც ერთ უწყებაშია თავმოყრილი ყველა სამსახური და ახერხებენ ძალიან კარგად იმას, რომ მინიმუმამდე აქვთ დაყვანილი რისკები. ახლა თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ან უსაფრთხოების სამსახური იყოს აბსოლუტურად აპოლიტიკური და ყოველგვარი გავლენებისგან დაცული, ეს მე მგონი, ილუზიაში ცხოვრებაა, რადგან ეს ასე არ ხდება.

განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში შსს-სგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფაზე.

კომენტარები