შსს-ს რეფორმა

ალაფიშვილი: ეს არის მხოლოდ პროცედურული ცვლილებები კანონში და არა რეფორმა

ეს არ არის რეფორმა, ეს არის მხოლოდ მექანიკური გაყოფა, მხოლოდ პროცედურული ცვლილებები კანონში და არა რეფორმა. თუმცა, კითხვაზე, რა არის რეფორმის აზრი, სად მივდივართ, შემდგომი ნაბიჯი რა იქნება ან როგორ იქნება, ამაზე პასუხი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ვერ მივიღეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრაქტიკულად ერთი წელია ამ ხელისუფლების, ამ მთავრობის განკარგულებაში, რეფორმებისთვის და ისეთი ფუნდამენტური რეფორმებისთვის, როგორიც შსს და პროკურატურაა, საკმარისი არ არის და არც უნდა ველოდოთ, რომ რეალურად გაგრძელდება დროის უახლოეს პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ამ ოთხწლიანი ციკლის პირობებში ამ პარლამენტისა, სადღაც შუა გზაზე რაღაც გაჩერდება და შემდეგ, ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის კვალობაზე ხელახლა უნდა დავიწყოთ ფიქრი. ეს არ არის სწორი. 

განაცხადა იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფაზე.

კომენტარები