შსს-ს რეფორმა

ბოკერია: ერთადერთი ცვლილება იქნებოდა სუს-ის გაუქმება, მაგრამ ესეც არ ხდება

ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მარიონეტების მმართველობის პირობებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ასეთ რეფორმებზე სერიოზულ დისკუსიასაც კი. ეს არის მხოლოდ მოტყუების მცდელობა საზოგადოების, თითქოს რაღაც იცვლება. მაშინ როცა ყველამ ვიცით, რომ ერთი ადამიანი და მისი პოლიტიკური თოჯინები მართავენ სხვადასხვა ინსტიტუტებს და ეს არის ის პრობლემა, რაც საზოგადოებამ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს. ამასთან ერთად, თვითონ რეფორმა, როგორც ის არის წარმოდგენილი, რომელიც უბრალოდ შევარდნაძის დროში დაბრუნებას გვთავაზობს, არის აბსოლუტურად გაუაზრებელი, არანაირი სიღრმისეული ანალიზი ამაში ჩადებული არ არის. ერთი მაგალითი, თუ სურთ, რომ რაიმე ნაბიჯმა ცვლილება მოგვცეს, ეს იქნებოდა სუს-ის გაუქმება, რომელიც არის პოლიტიკური პოლიცია და რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან და კრიმინალთან ბრძოლის მაგივრად, ფოკუსირებულია მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე, მაგრამ ესეც არ ხდება ამ შემთხვევაში.

განაცხადა ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფაზე.

კომენტარები