უბედური შემთხვევა

გლდანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

რუსთავი 2

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნანგრევებში გვიან ღამით იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. 

გლდანის მე-6 მიკრორაიონის #2 კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. კორპუსის მცხოვრებმა 45-მა ოჯახმა ღამე სასტუმროებში გაატარა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცხრასართულიან კორპუსს ჰქონდა 3-სართულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები