უბედური შემთხვევა

გლდანში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

რუსთავი 2

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცხრასართულიან კორპუსს ჰქონდა 3-სართულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები