უბედური შემთხვევა

აფეთქების შედეგად, გლდანში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

რუსთავი 2

გლდანის მე-6 მიკრორაიონში, აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. რუსთავი 2-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში უთხრეს, რომ აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის. 

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლიდან დაშავებულები გამოჰყავთ. ხდება მოსახლეობის ევაკუაცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცხრასართულიან კორპუსს ჰქონდა 3-სართულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა. 

 

 

კომენტარები