რუსთაველის გამზირზე მამაკაცი, სავარაუდოდ, დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს სცემეს, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მათი თქმით, ისმოდა სროლის ხმაც. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს ცემისა და დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს. გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.





