ეკონომიკა

ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა შეჩერებულია

Seth Wenig / AP Photo

8 ივლისს, ნიუ იორკის დროით 11:32 წუთზე ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ვაჭრობა შეწყდა, ვაჭრობის შეჩერების მიზეზი კომპიუტერული სისტემის გაუმართავობაა, რომლის გამოც ყველა დონის მიმდინარე ტრანზაქცია შეჩერებულია. ჯერ-ჯერობით უცნობია გამოიწვია თუ არა კომპიუტერული ხარვეზები ჰაკერულმა თავდასხმებმა.

NYSE-ის პრესსპიკერის მარისა არნოლდის თქმით საფონდო ბირჟაზე ამ დროისთვის კომპიუტერული სისტემის გაუმართავობაა, რომლის აღმოფხვრისთვის მთელი კომპანია თავდაუზოგავად მუშაობს. არნოლდის თქმით პანიკის თავიდან აცილების მიზნით NYSE მოვლენების განვითარების შესახებ კლიენტებს ინფორმაციას გამჭვირვალედ მიაწვდის, რათა ბირჟის მწყობრი გახნა იყოს უზრუნველყოფილი.

NYSE მსოფლიოს ყველაზე დიდი საფონდო ბირჟაა, მასზე ყოველდღიურად დაახლოებით $170 მილიარდის მოცულობის ტრანზაქციები ხორციელდება. 

კომენტარები