აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში, 15 ივლისს გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში, 15 ივლისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბროს. კარასინის თქმით, აბაშიძესთან „აკრძალული თემები" არ არსებობს იმ საკითხებში, რაც ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართება და გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროსი, საქართველოს მხრიდან მასში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რუსეთიდან კი ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები