2006 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენი მთავრობის დროს, გააკეთა ყველაფერი, რათა სტრასბურგში მოგვეგო სახელმწიფოთაშორისი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რამაც დღევანდელ მთავრობას მისცა შანსი, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ძალიან მკაფიოდ და ცხადად იქნას დაცული საერთაშორისო არენაზე. სამწუხაროდ, არასაკმარისი კეთდება იმ მიმართულებით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნას გამოყენებული აქტიურად საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის, ჟენევის ფორმატში. სწორედ ამის შედეგია რუსეთის თავხედური განცხადება, რომ მან არაფერი იცის იმ კომპენსაციაზე, რაც ამ საქმის გამო, მან საქართველოს დაზარალებულ მოქალაქეებს უნდა გადაუხადოს. საქართველოს მთავრობის არაკომპეტენტურობა ჩანს ძალიან ბევრ რამეში და მათ შორის, იმ საქმეში, რასაც ჰქვია საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. საქართველოს მთავრობას ემჩნევა გაუბედაობა რუსეთთან ურთიერთობაში და ჩვენი ინტერესების მკაფიოდ გაცხადებაში.
tbl.ge/zys
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი რუსეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე, რომ 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო მიყენებული მორალური ზიანისთვის, საქართველოს ოფიციალური მოსკოვისთვის კომპენსაცია არ მოუთხოვია.
ამავე თემაზე
- ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას – 3 პარტია აბაშიძე-კარასინის ჩანაწერზე
- საგარეო რუსეთის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, მედიას ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებს
- აბაშიძე: რუსეთთან ფრენის აღდგენას ხელს პანდემია უშლის, სხვა ფაქტორს ვერ ვხედავთ
- რატომ უნდა გვახსოვდეს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება - საქართველოს აღიარების 100 წლისთავი
- გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს




