ქველმოქმედება

მსურველები საბერძნეთისთვის ფულს აგროვებენ, დარჩენილია €1.599.992.000

ADAM BERRY / AFP via Getty

საბერძნეთმა დღეს ვაშინგტონის დროით 18:00-ზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) €1,6 მილიარდის მოცულობის ვალი უნდა დაუბრუნოს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყანას შესაძლოა ფული არ ჰქონდეს, რაც დეფოლტს გამოიწვევს. ქრაუდფანდინგ საიტ indiegogo-ს მეშვეობით მსურველები საბერძნეთისთვის ფულს აგროვებენ. პროექტის ორგანიზატორთა თქმით, თუკი ევროპის ყოველი მოქალაქე, ანუ 503 მილიონი ადამიანი, €3-ს გადაიხდის, საბერძნეთისთვის ფული შეგროვდება.

Marketwatch-ის ცნობით, 500-მა მსურველმა საბერძნეთის დასახმარებლად უკვე გაიღო €8 ათასი ევრო. 

თუკი მსურველები გადაიხდიან €10-ს, ისინი მიიღებენ ფასდაკლების ვაუჩერს ბერძნული მინერალური წყლის შესაძენად. €25-ის გადახდის შემთხვევაში კი, ბერძნული ღვინის შესაძენ ვაუჩერს მიიღებენ.

 

კომენტარები