სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დავით თ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე პატრულირებისას, კაფე "კოფეინის" მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი შენიშნეს. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას სხეულზე ცივი იარაღით დაზიანება ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).





