NATO-რუსეთის ურთიერთობა

სტოლტენბერგმა რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა

northcountrypublicradio

NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთი კიდევ ერთხელ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიაში დაადანაშაულა. ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის გახსნისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე სათანადოდ რეაგირებს. გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის წევრები მინისტერიალზე სწრაფი რეაგირების ძალებისა და  ალიანსის ცალკეული ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების გაზრდაზე იმსჯელებენ.

სტოლტენბერგი ასევე მიესალმა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე შეიარაღების განთავსების შესახებ.

"ის, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა, არ არის თავდაცვა. სხვა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ანექსია არ არის თავდაცვა, ეს არის აგრესიის აქტი. პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, ევროპის ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის ნაწილს იპყრობს. რუსეთი კვლავაც აგზავნის თავის ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში და რეგიონის დესტაბილიზაციას განაგრძობს. ამგვარად, უდავოდ, რუსეთი პასუხისმგებელია ევროპაში აგრესიის აქტებზე. და ეს არის მიზეზი ჩვენთვის, NATO-სთვის, რათა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით ვუპასუხოთ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისგან", - თქვა ტოლტენბერგმა.

 

კომენტარები