ადამიანი ვერ მისწვდება იმ მოვლენებს, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას მოუვლენს. აი, ის მოვლენა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი არის გამგებელი ყოვლისა სოფლისა, ღმერთი მოუვლენს განსაცდელსაც და სიხარულსაც. მე ადრეც მითქვამს ძველი აღმოსავლური გამოთქმა - "ჰოი სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და ჰოი მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა". ასეთი ცვალებადობაა სიხარულსა და მწუხარებას შორის... ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს. ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის. ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის, ქართველი ხალხის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა. მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს იყო მართლაც სიხარულის და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს ამ თანაგრძნობას, ამ მადლს, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, როგორი ძლიერია ჩვენი სამშობლო, როგორი მადლიანია ქართველი ადამიანი.
tbl.ge/64a
დაკოპირდა
საქართველის პატრიარქი ილია მეორე 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიაზე.
ამავე თემაზე
- კალაძე: ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო თბილისში, მე ნამდვილად არ მახსოვს
- ხაბეიშვილი: სანიაღვრე სისტემა ვერ ატარებს, იმიტომ რომ ყველგან კორპუსებს აკვეხებენ
- მძინარაშვილი: თბილისში კი არა, ლონდონშიც წვიმს
- "უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა" – კალაძე
- ნარმანია: ვაკე- საბურთალოს გზაზე მოძრაობა სრულად სექტემბრის ბოლოსთვის აღდგება