სტიქია თბილისში

სასჯელაღსრულება: პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა. ინფორმაცია სააგენტო ინტერპრესნიუსს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში მსჯავრდებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იგი მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
 
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სტიქიით დევნილ, სასტუმროში შეფარებულ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა და დიასახლისს თავისი ხელფასი გადასცა.

ამის შემდეგ, პრემიერმინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პრეზიდენტს აღნიშნული მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართა.
 

კომენტარები