სტიქია თბილისში

15 ივნისი უქმე დღედ გამოცხადდა

radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხვალინდელი დღე, 15 ივნისი უქმედ გამოცხადდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და  არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.

ასევე, 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ფინანსთა სამინისტროსთვის, ქალაქ თბილისის მერიისა და მისი ყველა შესაბამისი სამსახურისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით მიიღო.

კომენტარები