სტიქია თბილისში

ხადური: ზარალმა დაახლოებით 40 მილიონი ლარი შეადგინა

ტაბულა

სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

მისი თქმით, ზარალის დათვლა გრძელდება. თბილისის მერიისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 10 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზაზე გააჩნია გარკვეული საოჯახო ინვენტარი, რაც მერიას დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით გადაეცემა.

როგორც ნოდარ ხადურმა საგანგებო შტაბის შეკრებაზე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან და 2-3 დღეში თანხების მობილიზება იქნება შესაძლებელი.

კომენტარები