სტიქია თბილისში

სააკაშვილი: უკრაინა მზადაა სტიქიით დაზარალებულ საქართველოს დაეხმაროს

გული მიკვდება, თბილისის კადრების ყურებისას. ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს. ახლახან ვესაუბრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენი ავაკოვს და უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზად არის აღმოუჩინოს ყველანაირი საჭირო დახმარება საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. ამ წუთებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ურეკავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარების კონკრეტული გეგმით.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა

კომენტარები