სტიქია თბილისში

ნარმანია: მოხალისეების საკმარისი რაოდენობაა და ინტენსიურად ვიმუშავებთ

მოქალაქეებს ვთხოვთ აღარ შეუერთდნენ მოხალისეებს - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანია მადლობა გადაუხადა მოხალისეებს და მოხალისეების მსურველებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ გმირთა მოედანზე მისვლით რადგან უკვე მოხალისეების საკმარისი რაოდენობაა.

„მოვწუოდებ მოქალაქეებს დარჩნენ და ნუღარ შემოუერთდებიან მოხალისეებს, რადგან მოხალისეების რაოდენობა არის საკმარისი და ისინი გადანაწილდებიან 5 ძირითად ადგილზე და ეს ჯგუფი იმუშავებს ძალიან ინტენსიურად, რათა დაეხმარონ ჩვენ სამსახურებს და გაიწმინდოს ყველა ტერიტორია" - განაცხადა ნარმანიამ.

გმირთა მოედანზე ხალხთან ერთად პოლიტიკოსებიც იმყოფებიან და სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას.

კომენტარები