სტიქია თბილისში

ნარმანია: გვაქვს ინფორმაცია, რომ ორი ადამიანი წყლის დინებას გაჰყვა

დავით ნარმანია
რუსთავი 2

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

"მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული. ამიტომაც არ ვავრცელებთ ამ ინფორმაციას. გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ორი ადამიანი წყლის დინებას გაჰყვა, თუმცა, გავიდნენ მეორე მხარეს თუ არა, ეს არ ვიცით. ისინი კავშირზე არ არიან. მათ შორის, ერთ-ერთი ჩვენი სისტემის თანამშრომელია, რომელიც მოქალაქის დასახმარებლად გავიდა. გამომდინარე იქიდან, რომ წყლის დონემ უკვე დაიწია 3-4 მეტრით, ახლა ტექნიკის მოძრაობა შესაძლებელია და დავიწყეთ მობილიზება იმისთვის, რომ შლამისგან და სხვა ჩამონატანისგან გავწმინდოთ გზები. ადამიანები ჯერ კიდევ გამოჰყავს სამაშველო სამსახურს", - თქვა ნარმანიამ. 

კომენტარები