უბედური შემთხვევა

ლანჩხუთთან ავტობუსის ტრაილერთან შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

metro.us

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში ტრაილერი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ტრაილერი საბერძნეთში მიმავალ ავტობუსს შეეჯახა.

დაშავებულები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის და ფოთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც ინტერპრესნიუსს გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხუთი დაშავებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში არის გადაყვანილი, დანარჩენი დაშავებულები კი, ფოთის საავადმყოფოში.

რუსთავი 2-ის ცნობით, ავარიის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.

კომენტარები