თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს შესაძლოა უფლებამოსილება შეეზღუდოს

https://www.facebook.com/gia.jorjoliani.37

შესაძლოა მალე მერიას პრივატიზაციის და ობიექტების გასხვისებისთვის საკრებულოს თანხმობა აღარ დასჭირდეს. თვითმმართველობის კოდექსში ინიცირიებული ცვლილებები მერიის დამოუკიდებლობის გაზრდას კიდევ რამდენიმე საკითხში ითვალისწინებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების, ირაკლი ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივა საკანომდებლო ორგანოში უკვე რეგისტრირებულია.

გია ჟორჟოლიანის თქმით, ახალი ინიციატივით მოქალაქეებისათვის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება უფრო მარტივი იქნება და არავის უფლებამოსილება არ იზღუდება.

„რა თქმა უნდა, ქონების მართვის სააგენტო მოახდენს პრივატიზებას, მხოლოდ იმ ქონებისა, რომელიც კანონით განსაზღვრულია როგორც განსაკარგავი ქონება. ეს არ არის მხოლოდ გაყიდვა, ეს არის იჯარის წესით გადაცემა და სხვადასხვა ფორმები ქონების განკარგვისა. საკრებულოს მონაწილეობა ამ პროცესს ჭიმავდა და აფერხებდა ეკონომიკური, დასაქმების და სხვა ამგავრი საკითხების სწრაფად გადაწყვეტას,“ - გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები