პოლონეთი

პოლონეთში სამი მინისტრი და პარლამენტის სპიკერი თანამდებობიდან გადადგა

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, პოლონეთში სამი მინისტრი და პარლამენტის სპიკერი თანამდებობიდან გადადგა.

სპიკერ რადოსლავ სიკორსკის, ჯანდაცვის, ფინანსთა და სპორტის მინისტრების განცხადებით, მათ პოსტები მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ინტერესების დასაცავად დატოვეს.

ფარულ ჩანაწერებში სიკორსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს დევიდ კამერონს არაკომპეტენტურს უწოდებს, აშშ-სთან პოლონეთის ურთიერთობას კი გამოუსადეგარს და მონურს. ასევე, პოლონეთის აშშ-სთან ურთიერთობას ორალურ სექსს ადარებს. სიკორსკი ასევე ამბობს, რომ პოლონეთი მსგავსი მიდგომით გერმანიისა და რუსეთის გულისწყრომას გამოიწვევს.

ფარული ჩანაწერები 2013-14 წლებში ვარშავის სხვადასხვა რესტორანშია გაკეთებული, სადაც მაღალჩინოსნები პირად შეხვედრებს მართავდნენ. ჩანაწერები პოლონურმა გაზეთმა Wprost-მა გამოაქვეყნა.

მინისტრები არჩევნებამდე 4 თვით ადრე გადადგნენ.

კომენტარები