დაკავება

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გალაქტიონ ს. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, გასაშლელკონდახიანი "ა-კა-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 90 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები