ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.7 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი ნახევარი თეთრით გაუფასურდა

ლარის სიმბოლო
nbg.ge

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.007 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.3567 ლარი ეღირება. უმნიშვნელო გამყარების მიუხედავად, ლარი მაინც გასული თექვსმეტი წლის მინიმუმამდეა გაუფასურებული. 

ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 0.055 თეთრით გაუფასურდა, ხვალ ერთი ევრო 2.6895 ლარი ეღირება.

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 26%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას არ ელოდება. ქადაგიძე აქვე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი მაინც შეიძლება გაუფასურდეს, რადგანაც მოკლევადიან პერიოდში მასზე კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები