აჭარა

პრემიერი: მნიშვნელობა არ აქვს, ვის დროს დაიწყო ეს პროექტი და ვის დროს გაიხსნა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბათუმი არის დიდი პოტენციელის მქონე ქალაქი. როგორც მან აღნიშნა, ბათუმს აქვს ყველა რესურსი იმისა, რომ გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი.

სასტუმროს საზეიმო გახსნის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ჰილტონში ბიზნესმენებს შეხვდა და მათ 2012 წლის შემდეგ აჭარაში გახსნილი სასტუმროების და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, აჭარას აქვს უდიდესი პოტენციალი, გამორჩეული რესურსები, და მთავრობა მაქსიმალურად მხარს დაუჭერს რეგიონში პერსპექტიული და საინტერესო პროექტების განხორციელებაში.

დღესვე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არის სპეკულაციები ჰილტონის მშენებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პროექტი შეჩერებული იყო და მშენებლობის გაგრძელება, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არსებული პრობლემების გადაჭრის შედეგად მოხერხდა.

"დღეს სადაო გახადეს თუ ვის დროს დაიწყო ეს პროექტი და ვის დროს გაიხსნა, მნიშვნელობა არ აქვს ამას, მთავარია, რომ გაიხსნა, მეგობრებო, ასე რომ, ყველას გილოცავთ. თუმცა, ობექტურობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ეს პროექტი იყო შეჩერებული წლების განმავლობაში და უნდა დაწყებულიყო 2008 წელს, შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში იყო გაჩერებული, როცა მოვიდა ახალი ხელისუფლება, სწორედ მაშინ დაიწყო აქტიური სამუშაოები, იმიტომ, რომ რაღაც პრობლემები იყო მოსაგვარებელი, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები