ოკუპირებული ტერიტორიები

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. გატაცებული 67 წლის გრიშა ბალამწარაშვილია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პირუტყვს მწყემსავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, სად არის გადაყვანილი ბალამწარაშვილი. 

ბოლო კვირის განმავლობაში, ეს დაკავების მეხუთე ფაქტია.

კომენტარები