კრიმინალი

რუსთავში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნა. უწყების ცნობით, ბრალდებული რუსთავში მცხოვრები 1992 წელს დაბადებული გიორგი მ-ა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ბრალდებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

კომენტარები