ტერორიზმი

ISIS-ის ლიდერი აუდიოჩანაწერში ადამიანებს ISIS-ში რეკრუტირებისკენ მოუწოდებს

www.frontpagemag.com

ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი აუდიომიმართვას ავრცელებს, სადაც ადამიანებს ISIS-ში რეკრუტირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ალ-ბაღდადი თავის მიმართვაში ხალხს მოუწოდებს, ბრძოლას ნებისმიერი ადგილიდან შეუერთდნენ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი იემენის საჰაერო კამპანიის შესახებაც საუბრობს. არაბულ ენაზე ჩაწერილ მიმართვას თან ინგლისურ, თურქულ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე თარგმანიც ახლავს.

CIA-ს კონტრტერორიზმის ყოფილი ანალიტიკოსის, ბაქს სექსტონის თქმით, ISIS ამ ჩანაწერის საშუალებით თავის მტრებს გარკვეულ მესიჯს უგზავნის.

"ისლამური სახელმწიფო ცდილობს, მსოფლიოს გააგებინოს, რომ "თქვენ შეცდით, როდესაც იფიქრეთ, რომ ალ-ბაღდადი გზიდან ჩამოიშორეთ. ოცნება გააგრძელეთ", - განაცხადა სექსტონმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში საჰაერო შეტაკებების შედეგად ალ-ბაღდადი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტერორისტული ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი მოადგილე აბუ ალაა ალ-აფარი და უშიშროების ძალების უფროსი, აკრამ ქირბაში ერთ-ერთ საჰაერო შეტაკებას ემსხვერპლნენ.

სპეციალისტების თქმით, აუდიოჩანაწერი ავთენტურია.

კომენტარები