EBRD-ის ბიზნესფორუმი

საქართველოს პრეზიდენტი EBRD-ის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა

სერ სუმა ჩაკრაბატი; გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და EBRD-ის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში გასამართი ყოველწლიური ფორუმის დეტალები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს მსოფლიოს გააცნობს.

სერ სუმა ჩაკრაბარტის თქმით, "საქართველოში ფორუმის ჩატარება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში განხორციელებული 180 პროექტიდან ყველა წარმატებული აღმოჩნდა, რაც ჩვენთვის ქვეყნებთან ურთიერთობაში ერთ-ერთ სამიზნე მაგალითს წარმოადგენს. საქართველოში სულ ორი მილიარდ ექვსასი მილიონის მოცულობის პროექტები გვაქვს დაფინასებული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო სექტორშია".

EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას 64 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია და 1500-ზე მეტი მოწვეული ბიზნესმენი იღებს. ფორუმი პარასკევს დასრულდება.

კომენტარები