ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოვიდა. მას თბილისის აეროპორტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დახვდა. ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს შეხვდება. EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ რეფორმებით შექმნა მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა განახორციელოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ინვესტიციები ამ რეგიონში.
EBRD-ის ბიზნესფორუმის შესახებ კომენტარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემაც გააკეთა.მისი თქმით, ეს კვირა ქართულმა მხარემ საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად კარგად უნდა გამოიყენოს.
EBRD-ის ბიზნესფორუმი თბილისში 14-15 მაისს იმართება.
EBRD-ის ბიზნესფორუმი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა

ფინანსთა სამინისტრო




