EBRD-ის ბიზნესფორუმი

ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის დაფინანსებაში EBRD-იც იქნება ჩართული

ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებაში EBRD-იც მიიღებს მონაწილეობას. ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბატრიმ და რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ბრუნო ბალვანერამ ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადეს. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ნენსკრაჰესისის გარდა შუახევჰესის პროექტსაც აფინანსებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება EBRD-ის წილი ნენსკრაჰესის პროექტში. ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის სავარაუდო ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს შეადგენს. ჰესი, რომელიც სვანეთში უნდა აშენდეს, ყოველწლიურად 280 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის დაფინანსებაში საპარტნიორო ფონდი და მსხვილი კორეული კომპანია K Water-ი იქნებიან ჩართულნი.

"არის ფართო სპექტრი, სადაც ინვესტირებას ვგეგმავთ, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტს ჰიდროენერგეტიკა წარმოადგენს, სადაც ახალი პროექტების დაფინანსების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილებები. ქართულ ენერგეტიკაში კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას, მათ შორის საქართველოში პირველი მსხვილი ქარის ენერგოსადგურის მშენებლობის დაფინანსებასაც ვგეგმავთ." - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა კავკასიაში ბრუნო ბალვანერამ.

კომენტარები