EBRD-ის ბიზნესფორუმი

EBRD-ის პრეზიდენტმა და პრემიერმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მთავრობის ადმინისტრაცია

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება.

ევრობანკის პრეზიდენტმა სერ ჩუმა ჩაკრაბატიმ და საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ინვესტორთა საბჭოს დაარსების შესახებ, რომლის მიზანიცაა ძლიერი პლატფორმის შექმნა კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგისთვის.

"ახალ დაწესებულებაში თავს მოიყრიან მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს-ასოციაციების, ბიზნეს-ომბუდსმენისა და საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს აქტივობებს მისი სპეციალური ტექნიკური თანამშრომლობის ფონდებიდან და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით სხვა საერთაშორისო პარტნიორებს ასევე გაეგზავნათ მოწვევა.

ინვესტორთა საბჭო წარმართავს დიალოგს უმაღლეს დონეზე ბიზნესკლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვიტარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ურთიერთგაგებისა და ნდობის გამყარებით, საბჭო გააძლიერებს საფუძველს ბიზნეს-აქტივობების გასაფართოებლად ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ. საბჭო გადადგამს პრაქტიკულ ნაბიჯებს ინვესტორთა მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.

ევრობანკის პრეზიდენტი მიესალმა შეთანხმებას და აღნიშნა: "საქართველოსთვის ეს არის გადამწყვეტი ეტაპი ბნიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრიცი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირების პროცესში. ამ ინიციატივით საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს კერძო სექტორის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად."

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ინსტიტუტციური ინვესტორია. საქართველოში მუშაობის დაწყებიდან, ბანკმა ქვეყანაში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება განახორციელა 175 პროექტში. საქართველოს ეკონომიკის ბევრ სფეროში წამყვანი ინვესტორების გარდა, ბანკი ასევე უზრუნველყოფს საკონსულტაციო სერვისს და მუშაობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე", - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები