თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 24-ე ფორუმი გაიხსნა. ინვესტორებსა და ბიზნესმენებს საქართველოს პრემიერმინისტრმა სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მათ საქართველოში სამართლებრივ უსაფრთხოებას, გამჭვირვალე და პროგნოზირებად კანონმდებლობას სთავაზობს. მისივე თქმით, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
EBRD-ის ბიზნესფორუმის მნიშნელობაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმაც ისაუბრეს. მათი თქმით, ფორუმი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს აამაღლებს.
EBRD-ის კონფერენციაზე კონკრეტული საინვესტიციო პროექტებიც განიხილება. საქართველოს საპარტნიორო ფონდის პრეზიდენტი, ირაკლი კოვზანაძე აღნიშნავს, რომ ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკმა ნესკრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტა.
EBRD-ის 24-ე ბიზნესფორუმი თბილისში ხვალ დასრულდება.





