ე.წ კაბელების საქმე

ღარიბაშვილი: ალასანიამ კაბელების საქმეზე გათავისუფლებამდე 3-4 თვით ადრე იცოდა

მინდა გითხრათ ის, რაც არასდროს მითქვამს საჯაროდ და ქრონოლოგიურად მოგიყვეთ რაც მოხდა... რათა თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ შერჩევით სამართალზე ეჭვები გამოირიცხოს... ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუ არ ვცდები, ივნისის თვეში. ამის შესახებ ალასანიასთვის კი ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი. გიდასტურებთ, რომ სწორედ ალასანია მოვიდა ჩემთან და მთხოვა, პროკურატურის წარმომადგენლებთან მომხდარიყო შეხვედრის ორგანიზება, რაზეც მე ვუთხარი, რომ არ იქნებოდა სწორი რაიმე ფორმით ჩავრეულიყავი ამ საქმეში. ვუთხარი, რომ სანერვიულო არაფერი იყო და თუ პროკურატურა ნახავდა, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, არაფერი მოხდებდა - მაგრამ გამოძიების პროცესში ჩარევას არასდროს ვიკადრებ და ეს მას კარგად განვუმარტე. შემდეგ ხდება ის, რომ სექტემბერში მოდის ალასანია და მეუბნება, რომ გადაწყვეტილი აქვს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. აქედან გამომდინარე, სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სწორედ მისი პოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ მოხდა ამ  საქმეზე გამოძიების დაწყება, არის სრული სიცრუე. თქვენ შესაძლოა არ გაქვთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გუდასტურებთ, რომ დროში, როგორც მინიმუმ 3-4 თვით არის აცდენილი...

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერთიანებული დემოკრატების ფრაქციის სხდომაზე, ე. წ. კაბელების საქმის შესახებ.

კომენტარები