სამთავრობო ცვლილებები

გაბაშვილი: თქვენი მიზანია, 2030-ის წამყვანს მოეწონოს ის, რაც თქვით

ბატონო ირაკლი, ნამდვილად არ ველოდი, რომ ადეკვატური იქნებოდით და, რა თქმა უნდა, მოლოდინმა გაამართლა. სრულიად არაადეკვატური იყავით. თქვენი მიზანია, არა მოსახლეობას და ხალხს ესაუბროთ, არამედ ერთ ადამიანს, 2030-ის წამყვანს მოეწონოს ის, რაც თქვით. არ შეიძლება, ადამიანს თქვენს გამოსვლაზე არ გაგახსენდეს ცეკას და კომკავშირის პლენუმები, სადაც ხალხს უხსნიდნენ, რა კარგად ცხოვრობს საბჭოთა კავშირი და როგორ ლპება იმპერიალისტური სამყარო ოკეანის გადაღმა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო უმცირესობას ხვდება. შეხვედრის დასაწყისში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. გამოსვლის შემდეგ მას დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა მიმართა.

კომენტარები