გიგი უგულავას საქმე

უგულავას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

დღეს გაირკვევა, შეიცვლება თუ არა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.

7 ნოემბრის საქმეზე უგულავასთან ერთად ბრალი სხვა ყოფილმაღალჩინოსნებსაც: სააკაშვილს, კეზერაშვილს, ადეიშვილსა და მერაბიშვილს აქვთ წარდგენილი. პროკურატურა მათ 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებას ედავება. უგულავას ამ ბრალს მიმდინარე წლის მარტში მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვა და ლეგალიზაცია დაემატა. ბრალის დამძიმებიდან მეორე დღესვე, 15 მარტს, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა კიდევ ერთხელ შეეფარდა. 2 აპრილს მას სხვა ბრალზე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა ეწურებოდა. 7 ნოემბრის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა კეზერაშვილსაც, სხვა ბრალდებულებს კი ბრალის ფორმულირება დაუზუსტდათ.

კომენტარები