ტერორიზმი

მუჰამედის კარიკატურების კონკურსის დროს პოლიციამ ტერორისტები გაანადგურა

REUTERS

შეერთებული შტატების ქალაქ დალასში ტერაქტის მცდელობისას პოლიციამ ორი ტერორისტი გაანადგურა. თავდასხმა იმ შენობაზე მოხდა, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურისტების კონკურსი მიმდინარეობდა. ორმა თავდამსხმელმა შენობის დაცვას ცეცხლი მანქანიდან გაუხსნა და ერთი მცველი დაჭრა. პოლიციელებმა ისინი საპასუხო ცეცხლით ადგილზე მოკლეს.

ღონისძიება ამერიკის თავისუფლების დაცვის ასოციაციამ მოაწყო, რომელმაც მუჰამედის საუკეთესო კარიკატურისთვის 10 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი დააწესა. 

კომენტარები